geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ დელეგაციის ვიზიტი ჰერიოტ-ვატის უნივერსიტეტში

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია კანცლერის ლაშა საღინაძის ხელმძღვანელობით, ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსებით მიმდინარე ტრანსნაციონალური საუნივერსიტეტო თანამშრომლობის საგრანტო პროექტის ფარგლებში, ეწვია ჰერიოტ-ვატის უნივერსიტეტს (შოტლანდია).

 

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც საფუძველს ქმნის ორ უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის გაღრმავებისთვის - საუნივერსიტეტო მართვის, ინტერნაციონალიზაციისა და ტრანსნაციონალური განათლების მიმართულებით.

 

დელეგაციამ დეტალურად გაიცნო ჰერიოტ-ვატის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის მოდელი, ტრანსნაციონალური განათლების პრაქტიკა და „Go Global“ სისტემა, რომელიც სტუდენტებს დუბაისა და მალაიზიის კამპუსებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.

 

ჰერიოტ-ვატის უნივერსიტეტი, დაარსებული 1821 წელს, დღეს აერთიანებს ხუთ კამპუსს მსოფლიოს მასშტაბით და ცნობილია საერთაშორისო პარტნიორობების განვითარებითა და „ერთი უნივერსიტეტის“ მოდელით.

 

 

თარიღი: 11/09/2026